1746733863
სტიქიას ლიბიაში ნაკრების ფეხბურთელები ემსხვერპლნენ

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან ადგილობრივი გუნდების ფეხბურთელებიც.
ლიბიის ფეხბურთის ფედერაციამ 4 ფეხბურთელის გარდაცვალება დაადასტურა.
დაღუპულთა შორის არიან: შაჰინ ალ-ჯამილი, მონდერ სადაკა და ძმები სალეჰი და აიუბა სასი.
ამასთან, BBC Sport Africa იუწყება, რომ წყალდიდობას კიდევ ერთი ფეხბურთელი იბრაჰიმ ალ-კაზირი შეეწირა.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: „საავადმყოფო მორგად გადაიქცა... საშინელი ვითარებაა“ - უმძიმესი კადრები ლიბიიდან
ცხედრები ზღვაში, ხეობებში, შენობების ნანგრევებში - ლიბიაში დაღუპულების რიცხვმა ხუთი ათასს გადააჭარბა