დაგროვებითი პენსია 18,749-მა პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1746736188
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ქვეყანამ ორი უკრაინელ დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა და უნგრეთიდან გააძევა.
როგორც სიიარტომ აღნიშნა, ორი „ჯაშუში“, რომლებიც, სავარაუდოდ, ბუდაპეშტში, უკრაინის საელჩოში, დიპლომატიური საფარქვეშ მოქმედებდნენ, უნგრეთიდან 9 მაისს გააძევეს.
„უნგრელების წინააღმდეგ ბოლო კამპანიას იგივე მიზანი აქვს, რაც წინა კამპანიებს. ჩვენ, უნგრელებს, მშვიდობა გვინდა, ჩვენ ვამბობთ „არას“ ომზე, ჩვენ არასდროს მიგვიწოდებია იარაღი უკრაინისთვის და არც გავაკეთებთ ამას. ჩვენ არ დავუშვით და არც ვაპირებთ საკუთარი თავის ამ ომში ჩათრევას“, – განაცხადა სიიარტომ.
ამასთან, პიტერ სიიარტოს განცხადებამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯაშუშობდა.