1746822051
ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

უკვე ერთ საათზე მეტია, თბილისში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქტივისტები და დემონსტრაციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები მონაწილეობენ, არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. საპროტესტო აქციის დაწყებამდე, აქციის მონაწილეები დედაქალაქის 5 ლოკაციაზე შეიკრიბნენ და ევროპის მოედნისკენ მსვლელობით დაიძრნენ, დემონსტრანტებს თან აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები წარწერით: „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „ყველა დამნაშავე პასუხს აგებს“.
აქციის ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი აქციით ისინი ერთი მხრივ ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ, მეორე მხრივ კი ევროპის დღეს სურთ ევროპას უთხრან, რომ მათი არჩევანი ევროკავშირია.