1746733863
VIDEO: ძილიანობა, მოთენთილობა, საერთო სისუსტე...- როგორ ვუშველოთ ამ სიმპტომებს გაზაფხულზე

ვინ არ დაღლილა მძიმე სამუშაო დღის, ხანგრძლივი სიარულის, ვარჯიშის ან თუნდაც ჩვეულებრივი საოჯახო საქმეების შესრულების შემდეგ. ასეთი დაღლილობა ყველასთვის ნაცნობია. ამ დროს ვიცით, რამ დაგვღალა და ისიც ვიცით, რომ ჩვენი წამალი კარგი გამოძინებაა, რის შემდეგაც თავს ჩიტივით მსუბუქად ვიგრძნობთ. მაგრამ არსებობს სხვა დაღლილობაც – მედიცინაში ამ სიტყვას არაერთი დაავადების სიმპტომების ჩამონათვალში შეხვდებით და ის არა მხოლოდ ფიზიკურ გადაღლას, არამედ ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ მოთენთილობასა და გამოფიტულობას გულისხმობს.
თუ კარგად დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ დაღლილობა და მოთენთილობა თავისთავად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეც მოდის. არც მძიმე ტვირთი აგიწევია, არც კუს ტბაზე გირბენია დილაადრიან, მაგრამ ძალ-ღონე მაინც სადღაც გაქრა, თვალები კი გეხუჭება.
ეს უმიზეზო დაღლილობა, როგორც წესი, სეზონურად იჩენს ხოლმე თავს. დამნაშავე კლიმატის, მზის გამოსხივების მკვეთრი ცვლილებაა. მეცნიერებმა – მხოლოდ დაღლილობა რა საკადრისიაო და ამ დამთრგუნველ მდგომარეობას სეზონური დეპრესია შეარქვეს. როგორ ვუშველოთ ამ სიმპტომებს გაზაფხულზე, ამ თემაზე მაკა ბულეიშვილი საუბრობს.