მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის გირაო შეეფარდათ
1762587584
სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ისრაელის მთავრობის 37 წევრის, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა.
აღნიშნული პირები ღაზაში ომთან დაკავშირებით გენოციდში არიან ბრალდებულნი.
სტამბოლის მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელის სახელმწიფო მოხელეებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ღაზაში ჩადენილი „გენოციდის სისტემატური აქტებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“.
ნეთანიაჰუს გარდა, დაკავების ორდერები ასევე გაიცა ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის, არმიის მეთაურის, ეიალ ზამირის და ისრაელის საზღვაო ძალების მეთაურის, დავიდ საარ სალამას წინააღმდეგ.