სოციალური ქსელი X შეფერხებით მუშაობს

Xკკკკკ

სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი ტვიტერი) მუშაობაში შეფერხება მოხდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლებს შეეხო. შეფერხების შესახებ სერვის Downdetector-ის მონაცემებიც მოწმობს.

სოციალური ქსელის საიტი კვლავ იხსნება, თუმცა მომხმარებლების პოსტები არ ჩანს. კომპანიის წარმომადგენლებს ხარვეზთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.