ელ-ნინიო ბრუნდება! რა გავლენა ექნება ამ ფენომენს საქართველოს კლიმატზე
1780858136
სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ამომრჩეველთა მოსყიდვის ახალი სქემა გამოავლინა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის ანტიკორუფციული კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ინფორმაციით, ანტიკორუფციული კომიტეტისა და სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ანტიკორუფციულ კომიტეტში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მოპოვებულ იქნა ფაქტობრივი მონაცემები იმის შესახებ, რომ სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ მხარდამჭერები, სხვა პირებთან ერთად, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ სომხეთის ორ მოქალაქეს – დაქორწინებულ წყვილს დაჰპირდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მათ სასარგებლოდ თუ მისცემდნენ ხმას, ასევე, მოიზიდავდნენ სხვა ამომრჩევლებსაც, მათი ვაჟების გათავისუფლებისა და სომხეთში გადაყვანის საკითხი გადაწყდებოდა.
ირკვევა, რომ წყვილის შვილები რუსეთის ფედერაციაში ნარკოტიკული საშუალებების შენახვისთვის არიან მსჯავრდებულნი. სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია რამდენიმე პირი.