სომხური მედია: სომხეთი ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას ცდილობს

ფაშინიანი

სომხური საინფორმაციო სააგენტო Armenpress-ი იუწყება, რომ სომხეთი ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებისკენ ისწრაფვის.

გამოცემა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სიტყვებს ციტირებს, სადაც ის ადასტურებს, რომ ნამდვილად სურთ, დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

„ჩვენი ურთიერთობები ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ძალიან მაღალ დონეზეა, და ჩვენ ნამდვილად გვსურს, მათ შორის, ირანთან ხელი მოვაწეროთ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე კითხვაზე პასუხად, შესაძლებელია თუ არა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება და რას უნდა ველოდოთ ირანთან ურთიერთობების განვითარების კუთხით 2026 წელს.