1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
სომხეთში მაღალი თანამდებობის პირებმა თანამდებობები დატოვეს. თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანტოკორუფციული კომიტეტის უფროსმა, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
როგორც სომხური მედია წერს, მასშტაბურ გადადგომებს უკვე გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ- მინისტრი. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მან თავად სთხოვა ზოგიერთ მაღალჩინოსანს თანამდებობის დატოვება.
„ამ თხოვნის მიზეზი არ არის პირადი ხასიათის, არამედ სისტემურია, რომელზეც ადრეც მისაუბრია“, – განაცხადა ფაშინიანმა და მადლობა გადაუხადა იმ პირებს, ვინც მისი თხოვნით თანამდებობა დატოვა.
„მე არ შემიძლია, უარვყო ჩვენი პარტნიორების დამსახურებები, რომელიც მათ შეიტანეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარებაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სომხეთის ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდა. როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატი ტიგრან აბრამიანი ამბობს, ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ამომრჩევლების წინაშე „ახალი სახით“ წარდგეს. მისივე თქმით, სწორედ ამას უკავშირდებოდა ის ფაქტიც, რომ ფაშინიანმა იმიჯი შეიცვალა და წვერი გაიპარსა.