მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა
1760504616
სომხეთში ექვსი სასულიერო პირი დააკავეს. როგორც ადვოკატი არა ზოგრაბიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, დაკავებულთა შორის ხუთი არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღარი ეპისკოპოსი მკრტიჩ პროშიანი და ამავე ეპარქიის ხუთი ღვთისმსახურია. მანამდე, მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
ასევე, დაკავებულია ეპარქიის რამდენიმე თანამშრომელი სამოქალაქო პირი. არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვარი კათოლიკოსის დის შვილია.
მანამდე, არაგაწოტნის ეპარქიის ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, არამ ასატრიანმა განაცხადა, რომ 2021 წელს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ყველა აქციაში საპატრიარქოს ზეწოლის ქვეშ მონაწილეობდა და არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვარი დევნაში დაადანაშაულა.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ დაგმო სასულიერო პირების დაკავება და მომხდარი მთავრობის მხრიდან ეკლესიაზე სისტემურ ზეწოლად შეაფასა.