1761587525
სომხეთმა თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერევანში მიიწვია
სომხეთმა თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერევანში მიიწვია. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ილჰამ ალიევი მიწვეულნი არიან ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე, რომელიც მომავალ წელს ერევანში გაიმართება.
„ორივე მხრიდან იყო მსხვერპლი და ჩვენ შორის რეალური მტრობა. შერიგების პროცესი. მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ და ხალხმა გაიარა ეს. მიზანი კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაა. უნდა გადავდგათ თუ არა ნაბიჯები? რატომ გვიჭირს პრეზიდენტ ერდოღანის სომხეთში ვიზიტის წარმოდგენა? ძნელი წარმოსადგენია, რომ ფაშინიანი დღეს აზერბაიჯანს ეწვევა, მაგრამ ჩვენ ამ გზით მივდივართ. ერთ დღესაც ასეთი სიტუაცია შეიქმნება“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.











