პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს რუს პროპაგანდისტს, RT-ის მთავარ რედაქტორ, მარგარიტა სიმონიანსა და ტაბლოიდ Life-ის დამფუძნებელ - არამ გაბრელიანოვს.
მედიები წერენ, რომ ამის შესახებ ფაშინიანმა რუსული პროპაგანდისტული გამოცემა Sputnik სომხეთის კითხვის პასუხად განაცხადა.
„სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და უფლება აქვს ელოდებოდეს მის მიმართ პატივისცემას. სომხეთს ასევე აქვს უფლება გამოიყენოს თავისი სუვერენული მექანიზმები მისი ინტერესების საწინააღმდეგო განზრახვების შემთხვევაში“, - თქვა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ასეთმა ადამიანებმა პატივი უნდა სცენ სომხეთსა და მისი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას.
სიმონიანი ფაშინიანის განცხადებას „ტელეგრამზე“ გამოეხმაურა და მას „გონჯი“ უწოდა და თქვა, რომ როგორც "წმინდასისხლიანი სომეხი" არ აპირებდა სომხეთში წასვლას მოქმედი პრემიერის დროს. სიმონიანმა დაწერა, რომ ფაშინიანი სომეხი ხალხის მოღალატე და CIA-ის ნაგავია.