1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი „ტელეგრაზე“ რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებების სერიას ეხმიანება:
„დღეს ჩვენი ხუთი რეგიონი უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით დაბომბეს. სამხედრო დრონებმა გაანადგურეს საცხოვრებელი სახლები ბელგოროდში. ტუაფსეში ,,როსნეფტის” ტერმინალზე აფეთქება მოხდა, სადაც ასევე შენიშნეს უპილოტო საფრენი აპარატები. დრონები ჩანდა ბრიანსკშიც, მეხუთე რეგიონი კი მოსკოვის ოლქია, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი გაზგასამართ სადგურთან ჩამოვარდა. როგორ ხედავთ, შეტევების გეოგრაფია მასშტაბურია.
ახლა მაქვს უამრავი კითხვა, რუსული ქალაქები იბომბება და ეს ახალი რეალობაა? რამდენი რეგიონი დაიბომბება შემდეგი შეტევისას? რა გეგმა აქვს თავდაცვის სამინისტროს ჩვენი ქალაქების დასაცავად? ვინ აძლევს უსაფრთხოების გარანტიას ჩვენს ხალხს?” – წერს კანდელაკი.