1794553553
სომხეთმა და აზერბაიჯანმა ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ხელი არ მოაწერეს
სომხეთმა და აზერბაიჯანმა ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ხელი არ მოაწერეს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ დეკლარაციის ტექსტის ხელმომწერებს შორის სომხეთი მითითებული არ არის. სხვა განცხადება ერევნის მიერ არ გავრცელებულა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიგი ქვეყნები შეუერთდნენ „ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას“, „მიგრაციის შესახებ დეკლარაციასა“ და „ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართული ევროპული კოალიციის დეკლარაციას“, თუმცა ბაქო დეკლარაციებს არ შეუერთდა.
„ცნობილია, რომ „ევროპის პოლიტიკური საზოგადოება“ შეიქმნა, როგორც არაფორმალური დიალოგის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას. „ევროპის პოლიტიკურ საზოგადოებაში“ ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მიზანია საერთო ინტერესის საკითხებზე მოსაზრებების გაცვლა, საერთო გამოწვევებისადმი მიდგომების განხილვა და მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოება. ამ კონტექსტში აზერბაიჯანულმა მხარემ ხელი არ მოაწერა ზემოხსენებულ დოკუმენტებს, რომლებიც დამატებით სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებს აწესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ევროპის პოლიტიკური საზოგადოების“ სამიტის დეკლარაციას ხელი მოაწერა 40 ქვეყანამ, მათ შორის არის საქართველო.











