მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ხაჩატურიანი წერს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად განიხილა სომხეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
„სასიამოვნოა დაბრუნება მეგობარ საქართველოში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. დეტალური საუბარი მქონდა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან სომხეთ-საქართველოს ყოვლისმომცველ ორმხრივ დღის წესრიგზე. ხაზი გავუსვი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის უდიდეს მნიშვნელობას. ყურადღება გავამახვილე ყველა დონეზე ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებებს შორის რეგულარული დიალოგის მნიშვნელობაზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე. ხაზი გაესვა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივას და მის ასახვას რეგიონულ ვაჭრობასა და ურთიერთდაკავშირებაზე. მადლიერი ვარ თბილი მიღებისთვის და ჩვენი საერთო მიზნების, ღირებულებების წინსვლის ერთგული ვარ“, – წერს სომხეთის პრეზიდენტი.
Pleasure to return to brotherly #Georgia, on an official vist. Profound discussion with H.E. President Mikheil Kavelashvili @GeoPresident_ on comprehensive 🇦🇲-🇬🇪bilateral agenda.
— Vahagn Khachaturyan (@President_Arm) November 19, 2025
Emphasized utmost importance of strategic partnership between the two countries.
Stressed… pic.twitter.com/vStXZGlHau