სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანულ მხარეს აღნიშნულ ფაქტზე განცხადება არ გაუვრცელებია

სასაზღვრო ზონა

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

სომხური მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს 00:30-დან 01:19 საათამდე სიუნიქის რაიონის სოფელ ხნაწახში განუწყვეტელი სროლის ხმა ისმოდა.

სომხურ მედიასთან საუბარში სოფელ ხნაწახის ერთ-ერთმა მცხოვრებმა თქვა, რომ უწყვეტი სროლის გამო ომის დაწყების შეგრძნება ჰქონდა.

სომხური მედიის თანახმად, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები პერიოდულად უხსნიდნენ ცეცხლს სიუნიქის რაიონის სოფლებს.

აზერბაიჯანულ მხარეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.