1728334168
სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყნის ნატო-დან გასვლის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება
სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „პრავდის“ლიდერმა, ზორან სტევანოვიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის ნატო-დან გასვლის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.
მისი თქმით, საჭიროა დამოუკიდებელი, „პროსლოვენიური“ პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, რომლებიც ლიუბლიანის ინტერესებს მოემსახურება.
„მე არ მაქვს პრორუსული შეხედულებები, მხოლოდ პროსლოვენიური. ჩვენ ვამბობთ, რომ სლოვენია უნდა ატარებდეს დამოუკიდებელ, სუვერენულ პოლიტიკას. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით უცხოურ სამხედრო და დიპლომატიურ დავებში ჩარევას, რადგან სლოვენია ამისგან ვერასოდეს მიიღებს სარგებელს. ხალხს დავპირდით რეფერენდუმს ნატო-დან გასვლის შესახებ და ამ რეფერენდუმს ჩავატარებთ“, – განაცხადა სტევანოვიჩმა.
სტევანოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ მზად არის, ითანამშრომლოს „მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით დიდ ქვეყნებთან“. მისივე თქმით, ეს არასოდეს უნდა ნიშნავდეს ქვეშევრდომობას.
„კარგი ურთიერთობები ყველასთან, მაგრამ სლოვენიის ინტერესებში“, – აღნიშნა სლოვენიის პარლამენტის სპიკერმა.
პარტია „პრავდა“ მხარს უჭერს ნატო-დან გასვლის შესახებ რეფერენდუმს, თუმცა ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე სტევანოვიჩმა განაცხადა, რომ ეს მოსახლეობაში დადებითად არ იქნება აღქმული, რადგან ქვეყანას ევროკავშირისგან მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს. მისი თქმით, „ლიუბლიანა კვლავ უნდა გახდეს სლოვენიის მთავარი გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი და არა ბრიუსელი“.
ინტერვიუში სტევანოვიჩმა ასევე ისაუბრა დაგეგმილ საგარეო ვიზიტებზე. მისი თქმით, პირველ რიგში, ის სკოპიესა და კოპენჰაგენში გაემგზავრება.
„მსურს ხიდების აშენება, რათა ეფექტურად ვიმუშაო ყველა ქვეყანასთან, მიუხედავად დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის აღმართული კედლისა. ამიტომ მალე მოსკოვის მონახულებასაც ვგეგმავ“, – აღნიშნა სტევანოვიჩმა.
სტევანოვიჩი სლოვენიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე გასულ კვირას გახდა.
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1776181451
7 პროდუქტი, რომლებიც კიბოს უჯრედებს აქრობს
1737397144












