სლოვაკური მედია: სლოვაკეთის მთავრობა არასამთავრობო სექტორის „მასობრივ შემოწმებას“ იწყებს

რობრტ

მას შემდეგ, რაც სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოოდ დაბლოკა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტი, პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ახალ სტრატეგიაზე გადადის - მთავრობა მესამე სექტორის „მასობრივ შემოწმებას“ იწყებს, - წერს სლოვაკური მედია.

პრემიერმა ფიცომ მოუწოდა მინისტრებს, მაქსიმალურად გამოიყენონ არსებული სამართლებრივი ბერკეტები არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გადასამოწმებლად.

სახელმწიფო აქცენტს იმ ორგანიზაციებზე გააკეთებს, რომლებიც საზოგადოებრივ სახსრებს განკარგავენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ომბუდსმენ რობერტ დობროვოდსკის სარჩელი. ომბუდსმენი ამტკიცებდა, რომ 2025 წლის გაზაფხულზე დაწესებული ვალდებულებები - კერძოდ, ყველა დონორის ვინაობის საჯაროობა და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება - იყო არაკონსტიტუციურია.

თავისი პოზიციის გასამყარებლად, რობერტ ფიცომ სამი კონკრეტული ორგანიზაცია დაასახელა: Projekt Fórum, POST BELLUM და Pôtoň. მისი თქმით, აუდიტმა ამ ორგანიზაციებში ჯამში 200 000 ევროს ოდენობის დარღვევები გამოავლინა. ფიცო აცხადებს, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია, რადგან მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, როგორ იხარჯება გადასახადებიდან ან უცხოეთიდან მიღებული თანხები.