სლოვაკეთის პრემიერი გამოვიდა ინიციატივით, რომ 2026 წლის თვითმმართველობის არჩევნები ერთი წლით გადაიდოს

რობრტ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო გამოვიდა ინიციატივით, რომ 2026 წელს ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთი წლით გადაიდოს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ფიცოს ამ წინადადებამ მის თანაგუნდელებშიც ერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ფიცო მიიჩნევს, რომ სლოვაკეთისთვის უკეთესი იქნება, თუ მერებისა და რეგიონების გუბერნატორების ოთხწლიანი უფლებამოსილება გახანგრძლივდება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ინიციატივით სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მთავრობის კონსოლიდაციის მიზნით შემუშავებული სადავო პაკეტიდან სხვა საკითხებზე გადაიტანოს.

ფიცომ არჩევნების გადადების იდეა იმ ფონზე წარადგინა, როდესაც მისი პარტიის პოპულარობა მცირდება. ბოლო გამოკითხვებით პარტია „სმერი“ ოპოზიციურ „პროგრესული სლოვაკეთის“ რეიტინგს 7%-ით ჩამორჩება. „პროგრესული სლოვაკეთის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფიცოს თუ სურს ორი არჩევნების გაერთიანება, უმჯობესი იქნება, რომ ორივე კენჭისყრა 2026 წელს გაიმართოს.