მგზავრი გარდაიცვალა - მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს
1760539965
პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე შეტაკების შედეგად ათზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა.
„თალიბანის“ თქმით, პაკისტანის ძალების მიერ გამთენიისას სპინ-ბოლდაკის რაიონში თავდასხმების დაწყების შედეგად ათზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 100 კი, დაიჭრა.
ამასთან, პაკისტანის განცხადებით, „თალიბანის“ ძალების თავდასხმების შედეგად ჩამანის რაიონში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
მანამდე, „ასოშიეთიდ პრესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთის ჯარებმა „არაპროვოცირებული ცეცხლი“ გახსნეს, რომელიც პაკისტანის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს.
ცნობისთვის, პაკისტანსა და ავღანეთს შორის შეტაკებები 11 ოქტომბერს დაიწყო. საუდის არაბეთისა და კატარის შუამავლობის შედეგად დაპირისპირება დროებით შეწყდა, თუმცა პაკისტანსა და ავღანეთს შორის ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიხურა.