Sky News: ათი პირი, რომლებიც ბრიჟიტ მაკრონის კიბერბულინგში არიან ბრალდებულნი, პარიზში სასამართლოს წინაშე წარდგება

დჯდჯ

 ათი პირი, რომლებიც საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჟიტ მაკრონის კიბერბულინგში არიან ბრალდებულნი, პარიზში სასამართლოს წინაშე წარდგება მას შემდეგ, რაც გავრცელდა მტკიცება, რომ მათ გააკეთეს კომენტარები იმის შესახებ, რომ საფრანგეთის პირველი ლედი მამაკაცია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის მეუღლე დიდი ხანია კონსპირაციული თეორიების სამიზნეა, რომელთა მიხედვითაც, ის მამაკაცად დაიბადა, სახელად ჟან-მიშელ ტრონიო (მისი ძმის სახელი), ხოლო ბრიჟიტის სახელი აიღო როგორც ტრანსგენდერმა ქალმა.

რვა მამაკაცსა და ორ ქალს ბრალი ედებათ აღნიშნული მტკიცების შემცველი განმეორებითი პოსტების გამოქვეყნებაში, ისევე როგორც სხვა პოსტების გამოქვეყნებაში მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და მის ქმართან არსებული 24-წლიანი ასაკობრივი სხვაობის „პედოფილიად“ მოხსენიებაში