1737312489
14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
მთვარის მე-15-16 დღე. თუ დილით ცუდი წინათგრძნობა გაგიჩნდებათ, გაითვალისწინეთ და ნურაფერს გარისკავთ. შუადღით, როცა მთვარე მერწყულში შევა, გამოჩნდება გადაუდებელი საქმეები. მოსალოდნელია შეფერხებები და მოულოდნელი პრობლემური საკითხების გაჩენა.
სასურველია, მინიმუმამდე დაიყვანოთ სარისკო ქმედებები. კარგია ნაკლები აქტივობა და მაქსიმალური დასვენება.
ვერძი
დღეს შესაძლოა კოლეგებთან საქმიანი თემების განხილვამ ახალ დასკვნებამდე მიგიყვანოთ და მათთან ერთად საერთო გეგმაც შეიმუშაოთ. მტკიცედ ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი, პოზიცია და მოერიდეთ კონფლიქტს.
კურო
ყურადღება მიაქციეთ ყოველ დეტალსა თუ წვრილმანს, დინჯად და გააზრებით მოეკიდეთ მცირე ხარვეზებს და აკონტროლეთ მიმდინარე მოვლენები.
ტყუპები
გამოიჩინეთ ძალისხმევა და აღადგინეთ ბალანსი, იმუშავეთ თავდაჯერებულობაზე და ეცადეთ, მიიღოთ რეალობა, რათა იმოქმედოთ სწორად და ეფექტურად.
კირჩხიბი
შექმნილი გარემოება ნათლად დაგანახვებთ თქვენი პროექტებისა და გეგმების ნაკლოვანებებს. უსმინეთ ახლობელთა რჩევას.
ლომი
მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და ენერგიის აღდგენას, სასიკეთოა ფიზიკური ვარჯიშების დაწყება. ისეირნეთ, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
ქალწული
გაფართოვდება თქვენი სამეგობრო წრე, შესაძლოა, გარკვეული თანხები დაგჭირდეთ იმიჯის შეცვლისა თუ გარდერობის განახლებისთვის.
სასწორი
სასურველია, ბუნებაში გაისეირნოთ, მოსალოდნელია, გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯები. არ არის გამორიცხული დანაკარგებიც. შეამცირეთ საკომუნიკაციო წრე.
მორიელი
იზრუნეთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე. დრო დაუთმეთ ძალების აღდგენასა და დასვენებას. კარგია ბუნებასთან კონტაქტი და ძილი.
მშვილდოსანი
ახლა სჯობს, დასვენების დღეები საკუთარ თავს მიუძღვნათ, დაივიწყეთ ყოფითი და საქმიანი ურთიერთობები, განიტვირთეთ, მხიარული გარემო და გართობა ენერგიითა და დადებითი მუხტით აგავსებთ.
თხის რქა
მშვილდოსნებს დღის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი ექნებათ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თავგადასავლებიც დასრულდება. გაფრთხილდით, მაღალია უსიამოვნო მოვლენების ალბათობა. სასურველია, მინიმუმამდე დაიყვანოთ სარისკო გადაწყვეტილებები და ქმედებები.
მერწყული
თუ თანმიმდევრულად და გონივრულად იმოქმედებთ, ყველაფერს იოლად მოაგვარებთ. იზრუნეთ დასვენებაზე.
თევზები
შესაძლოა, ისეთი საქმის გაკეთება მოგთხოვონ, რომელიც თქვენთვის უცხოა და არ გაქვთ მსგავს სფეროში გამოცდილება. ნუ შეშინდებით, მართალია, დიდი ძალისხმევით, მაგრამ ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს.