„სითხეს ტუალეტიდან სვამდა, გარეთ მარტო 1 წუთი გამოდიოდა...“ - ქალს გერი 20 წელი დატყვევებული ჰყავდა - მას რამდენიმე ბრალდება წაუყენეს

სახლი

აშშ-ს შტატ კონექტიკუტში ქალს გერი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა. სამართალდამცველებმა ამჟამად 32 წლის მამაკაცი გასულ თვეში, სახლში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის დროს იპოვეს. მამაკაცი მხოლოდ 30 კილოგრამს იწონიდა.

პოლიციამ საქმეზე 56 წლის კიმბერლი სალივანი დააკავა და რამდენიმე ბრალდება წაუყენა. 

პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კაცი 17 თებერვალს იპოვეს, მან თქვა, რომ ხანძარი განზრახ, სანთებელით, ხელის სანიტაიზერით და ქაღალდით გააჩინა. 

„მინდოდა, საკუთარი თავისთვის მეშველა", - უთხრა მან პოლიციას.

მან თქვა, რომ ტყვედ 11 წლის ასაკიდან ჰყავდათ.

„33 წელია, სამართალდამცველი ვარ და ეს ყველაზე უარესი მოპყრობაა ადამიანისადმი, რომელიც ოდესმე მინახავს... ეს უარესი იყო, ვიდრე ციხის საკნის პირობები", - განაცხადა პოლიციის უფროსმა.

კა­ცის ოთა­ხი გა­რე­დან „სხვა­დას­ხვა სტი­ლის გარე სა­კე­ტე­ბით" იყო ჩა­კე­ტი­ლი.

კაც­მა პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ ახ­სოვს, რო­გორ ჩა­კე­ტეს სა­ძი­ნე­ბელ­ში, როცა 3 წლის იყო. მან თქვა, რომ საკ­ვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად ღამ-ღა­მო­ბით იპა­რე­ბო­და და ზოგ­ჯერ სი­თხეს ტუ­ა­ლე­ტი­დან სვამ­და, რად­გან საკ­მა­რის წყალს არ აძ­ლევ­დნენ.

„კაც­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ერ­თა­დერ­თი დრო, რო­დე­საც სახ­ლი­დან გა­რეთ გა­დი­ო­და, ოჯა­ხის ძაღ­ლის გა­რეთ გაშ­ვე­ბის­თვის იყო. აცხა­დებ­და, რომ ეს დღე­ში მხო­ლოდ 1 წუთი იყო. არ­სე­ბი­თად, ის თა­ვის ოთახ­ში, დღე­ში 22-დან 24 სა­ა­თამ­დე იყო ჩა­კე­ტი­ლი", - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტებ­ში.

სა­ლი­ვა­ნი ბრალ­დე­ბებს უარ­ჰყოფს.