სი ძინპინი უნგრეთში ჩავიდა

სი ძინპინი

ჩინეთის ლიდერი უნგრეთში ჩავიდა. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 75-ე წლისთავზე შედგა.

სი ძინპინი ბუდაპეშტში ორი დღის განმავლობაში დარჩება და შეხვედრებს გამართავს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობების პირებთან.

მანამდე ის ოფიციალური ვიზიტებით საფრანგეთსა და სერბეთში იმყოფებოდა.