სინოპტიკოსების გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
1779963617
ჩრდილოეთ შვეიცარიაში მდებარე მატარებლის სადგურზე, დანით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. თავდამსხმელი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც 31 წლის შვეიცარიის მოქალაქე, უკვე დაკავებულია.
ინციდენტი ვინტერტურის მატარებლის სადგურზე, დილის 08:30 საათის შემდეგ მოხდა. სამივე დაშავებული - 28, 43 და 52 წლის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველები თავდასხმის მოტივის დასადგენად მუშაობენ.
შვეიცარიულმა გაზეთმა Blick გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ გარბის კაცი მატარებლის სადგურიდან და ყვირის: „ალაჰუ აქბარ“.