„წყალი 17 საათით შეწყდება“ - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1772630951
შრი ლანკის სანაპიროებთან წყალქვეშა ნავის ირანულ გემზე თავდასხმის შედეგად 101 ადამიანი დაკარგულად ითვლება, დაჭრილია 78 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ შრი ლანკის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რომელი ქვეყნის წყალქვეშა ნავი დაესხა თავს ირანულ ხომალდს, შრი ლანკის თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ.
მედიის ინფორმაციით, 4 მარტს შრი ლანკის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ გალეს სიახლოვეს ირანულმა ფრეგატმა, „დენამ“ განგაშის სიგნალი გაავრცელა.
ამჟამად ადგილზე მობილიზებულია შრი ლანკის სამხედრო-საზღვაო ძალები, რომლებიც სამაშველო ოპერაციას ატარებენ.
ამ დროისთვის ირანული ფრეგატიდან, სულ მცირე, 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი ქალაქ გალეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.