მოსალოდნელია ქარი და წვიმა - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1772641063
რუსთავის საკრებულოში, მაჟორიტარი დეპუტატები და ქუჩების დამისამართების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სამისამართო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მორიგი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საკრებულოს დეპუტატებმა დამისამართების პროცესის მართვის მუნიციპალურ ხედვაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების აუცილებლობაზე, შემუშავდა ერთობლივად განსახორციელებელი გეგმა.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა პირველ ეტაპზე, პრიორიტეტად უმისამართო ლოკაციების, ობიექტების და მიმდებარე ტერიტორიების სახელდება განსაზღვრეს. შეიქმნება საპილოტე დოკუმენტი, რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახური კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ქალაქში, ურბანული განვითარების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით, საკრებულოს დეპუტატები მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრებს, საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენლებთან ეტაპობრივად მართავენ.