შრი-ლანკაში მამა-შვილი ენდემური პეპლების მოპარვის მცდელობისთვის 200 000$-ით დააჯარიმეს

პეპელა

 იტალიის 68 წლი მოქალაქე, ლუიჯი ფერარი და მისი 28 წლის შვილი, მათია ფერარი შრი ლანკაში იალას ეროვნული პარკიდან ასობით ენდემური მწერის, მათ შორის პეპლების 92 სახეობის, მოპარვის მცდელობისთვის 200 000$-ით (60 მილიონი შრი-ლანკური რუპია) დააჯარიმეს.

რეინჯერებმა მამა-შვილის მანქანაში ქილები იპოვეს, რომლებშიც კანონით დაცული სახეობების ასობით მკვდარი მწერი იყო განთავსებული.

სასამართლომ იტალიის მოქალაქეები მწერების უკანონო შეგროვებაში, შენახვასა და ტრანსპორტირებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით უდიდესი შესაძლო ჯარიმა დააკისრა. 24 სექტემბრამდე ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მამა-შვილს 2-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

იტალიური მედიის ცნობით, ლუიჯი ფერარის მეგობრებისა და კოლეგების ნაწილმა შრი ლანკის სასამართლოს ლმობიერების გამოჩენისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ პეპლებს, რომლებიც ფერარის აღმოუჩინეს, კომერციული ღირებულება არ გააჩნიათ.

ლუიჯი ფერარის მეგობრების თქმით, ის მწერებით არის გატაცებული და ქალაქ მოდენის ენტომოლოგიის ასოციაციის წევრია.