შოუში დაამტკიცეს კაცი, რომელსაც სერიალში გარდაცვლილის თამაში უნდოდა და როლს ნებაყოფლობით ირგებდა

კაცი

კაცი, რომელსაც სერიალში გარდაცვლილის თამაში უნდოდა და როლს ნებაყოფლობით ირგებდა, შოუში დაამტკიცეს. საუბარია კენტუკელ ჯოშ ნალიზე. მას როლზე შემოთავაზება CSI-დან ანუ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ამერიკული საგამოძიებო სერიალიდან უკვე მოუვიდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ჯოშმა TikTok-ზე ანგარიში შექმნა და აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც, სხვადასხვა ადგილსა და გარემოში გარდაცვლილს თამაშობდა. მას ამ დროისათვის 150 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და, რაც მთავარია, სცენარისტების ყურადღებაც მიიქცია.

ზუსტად 321 დღის განმავლობაში ის პლატფორმაზე შესაბამისი შინაარსის ვიდეოს აზიარებდა. როგორც ჯოში ამბობს, კამერების წინ მუშაობა არ უყვარს, თუმცა გარდაცვლილის როლის მორგება მისი ოცნებაა. იმედოვნებს, რომ მის მიერვე აგებული პერსონაჟით სხვა სატელევიზიო შოუების წარმომადგენლებიც დაინტერესდებიან