1766497440
შობას ვულოცავ ყველას, მათ შორის, იმ რადიკალ მემარცხენე ნაძირლებსაც, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის დასანგრევად, თუმცა სასტიკად მარცხდებიან - დონალდ ტრამპი
"შობას ვულოცავ ყველას, მათ შორის, იმ რადიკალ მემარცხენე ნაძირლებსაც, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის დასანგრევად, თუმცა სასტიკად მარცხდებიან. ჩვენს ქვეყანაში დასრულდა ღია საზღვრების, ქალთა სპორტში კაცების მონაწილეობის, საყოველთაო ტრანსგენდერობისა და სუსტი სამართალდამცავი სისტემის ეპოქა", - ასე მიულოცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეებს დონალდ ტრამპმა.
"თრუს სოუშალის" გვერდზე გავრცელებულ წერილში, ტრამპი აღნიშნავს, რომ შტატებს რეკორდული მაჩვენებლები აქვს საფონდო ბირჟაზე, ბოლო ათწლეულების განმავლობაში დანაშაულის ყველაზე დაბალი დონე და ნულოვანია ინფლაცია. ამერიკას კი კვლავ სცემენ პატივს.
ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1766647208











