შეტაკებების შედეგად სომხეთის მხარეს გარდაცვლილია 135 ადამიანი - ნიკოლ ფაშინიანი

აზერბაიჯანი-სომხეთი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებების შედეგად სომხეთის მხარეს გარდაცვლილია 135 ადამიანი, თუმცა ეს რიცხვი საბოლოო არ არის. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

„დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი დადასტურებული მსხვერპლთა რაოდენობა 135-ს შეადგენს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის. ბევრი დაშავებულია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებების შედეგად 71 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის გასწვრივ შეტაკებები მოხდა. მხარეები დაძაბულობის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.