მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა
1760504616
მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა შეტაკებები სამართალდამცველებსა და პროპალესტინელ დემონსტრანტებს შორის იტალიის ქალაქ უდინეში. პროტესტის მონაწილეები პოლიციელებს ფოიერვერკებსა და სხვადასხვა საგანს ესროდნენ.
აქციის დასაშლელად, გამოყენებული იყო სპეციალური საშუალებები - ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი. დაკავებულია 20 პირი.
პროტესტი იტალიისა და ისრაელის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის პარალელურად გაიმართა.