გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
Feedc-ის დამფუძნებლის 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 1 წელი გავიდა.
ნიკოს დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
,,ერთი წელი გავიდა სასტიკი მკვლელობიდან, ერთი წლის წინ 15 სექტემბერს ქალაქის შუაგულში ჩემს შვილს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ტერორისტული აქტი მოუწყვეს, ესროლეს მის ნიჭს, წარმატებას, ესროლეს მის სურვილს, მისივე შექმნილი სოციალური მედია პლათფორმით “Feedc”-ი საკუთარი ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე დაეტანა, ასროლინეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა, არქიფო სეთურის შთამომავლებმა, ბერბიჭაშვილებმა, მათ ხომ სექტემბერი კარგად აქვთ დაცდილი, შეუმდგარი, სულგაყიდული ახალგაზრდები ლაჩრულად ზურგიდან მიუშვეს!
ესროლეს მაგრამ ვერ მოკლეს, რადგან იმავე წუთს ნიკოს ტრაგედია ათასობით ადამიანის პირად ტრაგედიად იქცა, იმ ადამიანებისთვისაც კი ვინც ნიკო თავისი საქმით ტრაგედიის მერე გაიცნო, მუხლმოდრეკით მადლობას გიხდით ვინც ჩვენთან ერთად აგერ უკვე ერთი წლის განმავლობაში გლოვობთ ნიკოს. მას შემდეგ ყოველი გათენებული დღე არის ჩემი ოჯახისთვის 15 სექტემბერი, ყოველ დღეს სწორედ ისე მეფლითება მთელი სხეული, როგორც ჩემს შვილს დაუფლითეს ქვეყნის მტრებმა!", - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.
იზა ომაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს, მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებით პირადად დაინტერესდეს.
,,ბატონო პრემიერო, თქვენ პირადად მოგმართავთ და გთხოვთ, ფიქრით ხუთი წუთით განიცადეთ ის ტკივილი როგორი ტკივილითაც ჩვენი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობს, პირადად დაინტერესდით! საქმე მკვლელობიდან მეორე დღესვე ორმა ღირსეულმა მოქალაქემ, ტაქსის მძღოლმა გახსნა, როდესაც მკვლელების მიერ გადაგდებული მობილური ტელეფონი პოლიციაში წარადგინა, არსებობს უამრავი ოპერატიული მასალა, მოწმეთა და თანამზრახველთა ჩვენება, მაგრამ დღემდე საქმეს არ მიეცა სწორი მიმართულება...", - წერს იზა ომაძე.