„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1785613624
შემაძრწუნებელია, რომ აშშ ახლა რუსულ საწვავზე სანქციებს ხსნის, ასევე აბსურდულია ფასების მკვეთრ ზრდაში უკრაინის დადანაშაულება, რადგან ეს აშკარად ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით დაიწყო, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველდღე ხოცავს უდანაშაულო უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს, უკრაინელები კი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
„ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, თეთრი სახლი მოწადინებულია, ამერიკელ მძღოლებს პუტინის მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის დაფინანსება აიძულოს. ეს არ იმუშავებს და ეჭვი მეპარება, რომ საწვავის ფასებზე რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. თუ გვინდა, რომ რუსული ნავთობი და გაზი კვლავ დაბრუნდეს მსოფლიო ბაზარზე, მაშინ დავასრულოთ ეს ომი – თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინის პირობებში“, – წერს ჯონსონი.