შეიძლება თუ არა ფრენა ორსულობის დროს?... - ცნობილია კიდევ რა კითხვებზე პასუხებს ეძებდნენ ტურისტები 2025 წელში ყველაზე ხშირად Google-ში

გუგლი

მოგზაურობის წესები მუდმივად იცვლება, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გამოცდილ ტურისტებსაც კი დასვენების წინ ხშირად უწევთ საეჭვო საკითხების გადამოწმება საძიებო სისტემებში. პორტალმა The Sun დაასახელა 2025 წელს Google-ში მოგზაურობასთან დაკავშირებული 10 ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნა და მათზე პასუხებიც გასცა.

1. რამდენი სითხის წაღება შეიძლება თვითმფრინავში? (თვეში 8100 მოთხოვნა)
მოგზაურობამდე აუცილებელია აეროპორტის წესების შემოწმება, თუ დარწმუნებული არ ხართ, რა წესებია  აეროპორტში, უმჯობესია 100 მლ-ზე ნაკლები სითხე გადაიტანოთ სპეციალურ პლასტიკურ პაკეტში.

2. შეიძლება თუ არა ფრენა ორსულობის დროს? (თვეში 4400 მოთხოვნა)
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ავიაკომპანიების უმეტესობა ორსულ ქალებს არ აძლევს ფრენის უფლებას ორსულობის 36–37 კვირის შემდეგ. ეს ვადა მცირდება 32 კვირამდე, თუ ქალი ერთზე მეტ ბავშვს ატარებს მუცლით.
ამ ვადამდე ფრენა შესაძლებელია, თუ სამედიცინო წინააღმდეგებები არ არსებობს. უსაფრთხოების მიზნით, შვებულების დაჯავშნამდე ექიმთან კონსულტაცია რეკომენდებულია.

3. რა ვადით უნდა იყოს პასპორტი მოქმედი მოგზაურობისთვის? (თვეში 3600 მოთხოვნა)
პასუხი ქვეყანაზეა დამოკიდებული - ჩვეულებრივ, მოთხოვნა 3-დან 6 თვემდე მერყეობს. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში საჭიროა მინიმუმ 3 თვე, ხოლო ეგვიპტეში, ტაილანდსა და ინდონეზიაში - 6 თვე. ზოგიერთ ქვეყანაში დამატებითი მოთხოვნა არ არსებობს - მაგალითად, ბარბადოსში საკმარისია მოქმედი პასპორტი.
საუკეთესოა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გადაამოწმოთ შესვლის პირობები შვებულების დაჯავშნამდე.

4. რა ღირს ტურისტული დაზღვევა? (თვეში 2900 მოთხოვნა)
ტურისტული დაზღვევა ძვირი არ არის, თუმცა ფასი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.
ყველაზე იაფი ვარიანტები უსაფრთხო მიმართულებებზე მოკლევადიანი მოგზაურობისთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა ასაკოვან მოგზაურებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს ან უფრო სარისკო ქვეყნებში მიმავალ ტურისტებს უფრო მეტის გადახდა უწევთ.

5. როდის არის საუკეთესო დრო ავიაბილეთების დასაჯავშნად? (თვეში 2400 მოთხოვნა)
ავიაბილეთების დაჯავშნის საუკეთესო დრო ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული არ არის. ზოგისთვის ეს იანვრის ფასდაკლებების კვირებია, სხვებისთვის - გამგზავრებამდე 6–12 კვირით ადრე.
ყველაფერი დამოკიდებულია მიმართულებასა და სეზონზე, განსაკუთრებით სასკოლო არდადეგებზე.
რადგან ზუსტი პასუხი არ არსებობს, რეკომენდებულია ფასების მონიტორინგის სერვისების გამოყენება, რომლებიც ფასის კლების შემთხვევაში შეტყობინებას გამოგიგზავნიან.

6. სად წავიდეთ თებერვალში? (თვეში 2400 მოთხოვნა)
თებერვალი იდეალური დროა დასასვენებლად, სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ბევრს უკვე აქვს პირველი ხელფასი შობის შემდეგ.

7. რას ფარავს ტურისტული დაზღვევა? (თვეში 1900 მოთხოვნა)
ეს დამოკიდებულია შეძენილი პოლისის ტიპზე. იაფი დაზღვევა, როგორც წესი, ფარავს ბარგის დაკარგვას, საბაზისო სამედიცინო ხარჯებსა და გაუთვალისწინებელ გარემოებებს,  მაგალითად, რეისის გაუქმებას ან პასპორტის დაკარგვას.

8. როგორ ჩავალაგოთ ჩემოდანი? (თვეში 1900 მოთხოვნა)
თუ გსურთ რეგისტრირებული ბარგის საფასურის გადახდას თავი აარიდოთ, არსებობს რამდენიმე ეფექტური ხერხი.
ტანსაცმლის დახვევა (გადაკეცვის ნაცვლად) მეტ სივრცეს ზოგავს. 

9. დაიკლებს თუ არა ავიაბილეთების ფასები? (თვეში 880 მოთხოვნა)
სამწუხაროდ, 2026 წელს ავიაბილეთების ფასების მკვეთრი შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია აეროპორტის მოსაკრებლების, გადასახადებისა და საწვავის ღირებულების ზრდის გამო.

10. სად შეიძლება მოგზაურობისთვის საჭირო ვაქცინაციის გაკეთება? (თვეში 880 მოთხოვნა)თუ დანიშნულ ქვეყანაში ვაქცინაცია აუცილებელია, შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკას ან კერძო კლინიკას, თუმცა კერძო სამედიცინო დაწესებულებები, როგორც წესი, უფრო ძვირია.