შეიარაღებული თავდასხმა შვედეთში - ყოფილი მოსწავლე სკოლაში ცივი იარაღით შეიჭრა

policiis lenti

შეიარაღებული თავდამსხმელი შვედეთის სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას შეიჭრა. ამ დროს შენობაში 450 მოსწავლე იმყოფებოდა. 18 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით იყო შეიარაღებული და ჩაფხუტი ეხურა.

თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა. მედია წერს, რომ ის ძალადობისთვის მანამდეც იყო ნასამართლევი. თავდამსხმელმა ერთი მოსწავლე მოკლა სამი კი დაჭრა. ორის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, მესამე დაშავებული კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

პოლიციამ მალევე შეძლო მამაკაცის დაკავება, აყვანისას მათ თავდამსხმელ იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.

მომხდარის შემდეგ ხელისუფლებამ ანტიკრიზისული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ბავშვებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ. ჩატარდა საგანგებო პრესკონფერენცია.

თავდასხმას სოციალურ ქსელ იქსზე გამოეხმაურა შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი. განცხადება გაავრცელა სამეფო კარმაც.

შვედეთში, ქალაქ ფაგერსტაში სკოლის შენობას ამ დრომდე იცავენ სამართალდამცველები. შემთხვევის ადგილი ლენტით არის შემოსაზღვრული. გამოძიება ახლა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის რა იყო მოტივი და ჰყავდა თუ არა თანამზრახველები თავდამსხმელს.