ინდოეთის აეროპორტში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც 16 გველი გადაჰყავდა
1751297367
„იუვენტუსისა“ და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო იტალიაში მის სახლში მომხდარი შეიარაღებული ძარცვისას დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
57 წლის ფეხბურთელის ვილაში ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე 5 ადამიანი შეიჭრა.
მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელი ოჯახთან ერთად ევროპის ჩემპიონატს, იტალია-ესპანეთის თამაშს უყურებდა.
ვეტერანი ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას თავზე ნაკერები დაადეს.
ფეხბურთელის ოჯახიდან ფიზიკურად არავინ დაშავებულა, თუმცა, ინციდენტის შემდგომ შეშინებულები არიან.
იტალიურმა პოლიციამ მომხდართან დაკავშიებით გამოძიება დაიწყო.