1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სანქციებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხუთშაბათს, 24 მარტს გახდება ცნობილი.
"რუსეთის არმია და პრესტიჟი ამოწურულია, მათი ჯარი დრამატულად დამარცხდა" - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეკ სალივანმა განაცხადა.
"რუსეთი შეეცადა სამი ძირითადი მიზნის მიღწევას არაპროვოცირებული იერიშით უკრაინის წინააღმდეგ, პირველი მიზანი იყო უკრაინის დამორჩილება, მეორე - რუსეთის ძალაუფლებისა და პრესტიჟის გაძლიერება და მესამე - გაეხლიჩა და დაესუსტებინა დასავლეთი. რუსეთი ამის შემდეგ ცხადად დამარცხდა სამივე მიზნის მიღწევისას და ფაქტია, რომ მან საპირისპიროს მიაღწია.
პირველი მიზნის მიღწევას მამაცი უკრაინელი ხალხი ეწინააღმდეგება, შეტევაზე გადავიდნენ და იცავენ საკუთარ სახლებს, საკუთარ ქალაქებს და რუსეთმა შესაძლოა აიღოს მეტი ტერიტორია ამ სისხლიანი სამხედრო ოპერაციისას, ის ვერასდროს წაართმევს ქვეყანას უკრაინელ ხალხს.
რუსეთის არმია და პრესტიჟი ამოწურულია, რუსული ჯარი დრამატულად დამარცხდა, რუსული ეკონომიკა წნეხშია ძლიერი სანქციების ქვეშ და რუსეთი წარმოადგეს განდევნილს თავისუფალი სამყაროს მიერ" - აცხადებს სალივანი.