ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
ამერიკის შეერთებულ შტატები კრძალავს სინთეტიკური საღებავის მოხმარებას, რომელიც ჩვეულებრივ, საკვებში, სასმელსა და ზოგიერთ მედიკამენტში გამოიყენება ალუბლისფერი წითელი შეფერილობის მისანიჭებლად.
კერძოდ, მწარმოებლებს უფლება აღარ ექნებათ, გამოიყენონ საღებავი, სახელწოდებით red dye No 3 (წითელი საღებავი ნომერი 3).
შტატებში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განაპირობა კვლევის შედეგებმა, რომელმაც კავშირი გამოავლინა აღნიშნულ საღებავსა და ლაბორატორიის თაგვებში კიბოს განვითარებასთან. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სურსათისა და წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ (FDA) გააკეთა.
„მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში საღებავის ზემოქმედება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კვლევებში მონაწილე თაგვებში, აშშ-ის კანონმდებლობის მოთხოვნის მიხედვით, აკრძალვა უნდა შეეხოს ნებისმიერ პროდუქტსა თუ ნივთიერებას, რომელსაც კიბოს პროვოცირებასთან რაიმე კავშირის აღმოაჩნდება“, - წერს BBC.
სურსათისა და წამლის მარეგულირებელ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ წითელი ფერის საღებავი ძირითადად გამოიყენება კანფეტებში, ნამცხვრებში, ორცხობილებსა და გაყინულ დესერტებში, ისევე, როგორც გარკვეულ სასმელსა და მედიკამენტებში.