შანზ-ელიზე ერთი დღით უზარმაზარ საპიკნიკე სივრცედ გადაიქცევა

პარიზი

შანზ-ელიზე ერთი დღით უზარმაზარ საპიკნიკე სივრცედ გადაიქცევა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პარიზის ყველაზე ცნობილ გამზირზე 26 მაისს 4 000 ადამიანს ელოდებიან. ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს დღე მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური პიკნიკის ჩატარების თარიღად მოინიშნება. სურთ, მას ყოველწლიური სახე მიეცეს.

ტრიუმფალური თაღსა და მეფე ჯორჯ მეხუთეს გამზირს შორის ტერიტორია კუბოკრული, თეთრ-წითელი საპიკნიკე სუფრით დაიფარება. მისი საერთო სიგრძე 216 მეტრს მიაღწევს. სტუმრების გამასპინძლებას ორგანიზატორები უზრუნველყოფენ. ღონისძიებაში უსასყიდლოდ მონაწილეობა როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებსაც შეუძლიათ.

დაინტერესებულმა პირებმა პიკნიკზე რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ. მათ საშუალება აქვთ, ოჯახით ან მეგობრების ჯგუფით დარეგისტრირდნენ. თითო საკვადრატო სივრცე 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. პიკნიკზე მათ მზა საკვებიც დახვდებათ და შეფმზარეულების მიერ ადგილზევე მომზადებულიც.