სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს პუტინთან და სხვებთან, ჩვენ ვიცით, რა ეტაპზე ვართ უკრაინასთან და ვიღებთ კარგ სიგნალებს რუსეთიდან, იმედია, ისინი სწორად მოიქცევიან - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს პრეზიდენტ პუტინთან და სხვებთან. იმედია, მათ სურთ ამ კოშმარის დასრულება. ჩვენ ვიცით, რა ეტაპზე ვართ უკრაინასთან და ვიღებთ კარგ სიგნალებს რუსეთიდან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპმა აღნიშნული ოვალურ კაბინეტში NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა.

„სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს პრეზიდენტ პუტინთან და სხვებთან. იმედია, მათ სურთ ამ კოშმარის დასრულება. ეს კოშმარია, საშინელებაა. მე ვიღებ სურათებს ბრძოლის ველიდან, რომლებიც ისეთი საშინელია, რომ ნახვაც კი არ მინდა. ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რაც კი ოდესმე შეგიძლიათ, ნახოთ და ეს უნდა შეჩერდეს. ახალგაზრდები არიან, რომლებსაც ჰყავთ დედები, მამები, დები, ძმები, მეგობრები და ეს უნდა შეჩერდეს. ჩვენ ვიცით, რა ეტაპზე ვართ უკრაინასთან და ვიღებთ კარგ სიგნალებს რუსეთიდან. იმედია, ისინი სწორად მოიქცევიან. ჩვენ გვინდა რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მიწები, რომელთა შენარჩუნება და დაკარგვა შეიძლება და საბოლოო შეთანხმების ყველა სხვა ელემენტი.

აქ არის ჩართული ატომური ელექტროსადგური, ვინ მიიღებს ელექტროსადგურს და ვინ მიიღებს ამასა თუ იმას. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ უპირველესი არის ცეცხლის შეწყვეტა. ბევრი ცალკეული საკითხი განიხილეს, ჩვენ განვიხილავდით მიწებს, ვთქვით, რომ ეს არის ის, რისი მიღებაც შეგიძლიათ და ის, რასაც ვერ მიიღებთ, ისინი განიხილავენ NATO-ს და NATO-ში ყოფნას. ყველამ იცის, რა არის ამაზე პასუხი. ასე რომ, საბოლოო შეთანხმების ბევრი დეტალი რეალურად განიხილებოდა. ახლა ჩვენ ვნახავთ, არის თუ არა რუსეთი აქ და თუ ასე არ იქნება, ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნება მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ტრამპმა.