1745863963
სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის პროდუქტიული სატელეფონო საუბარი გაიმართა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის პროდუქტიული სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„27 აპრილს შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს შორის. გაგრძელდა პროდუქტიული აზრთა გაცვლა რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური დიალოგის ძირითად ასპექტებზე, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა. მთავარი ყურადღება დაეთმო უკრაინის კრიზისის საკითხს. ასევე განხილული იყო ზოგიერთი სხვა საერთაშორისო საკითხი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონტაქტები ყველა დონეზე გაგრძელდება.