ბრიუსელ-ზავენტემის აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვის გამო ყველა რეისი გაუქმდა

ბრიუსელ-ზავენტემი

ბრიუსელის აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვის გამო ყველა რეისი გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბელგიის დედაქალაქში პროფკავშირების ეროვნული გაფიცვის გამო არცერთი მიმართულებით რეისი არ შესრულდება.

„ბლუმბერგის“ ცნობით, გაფიცვა სავარაუდოდ შეეხება შარლერუას აეროპორტსაც. გაფიცვამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე.

დღეს ბრიუსელის აეროპორტში დაგეგმილი იყო 470 რეისი, რომლითაც დაახლოებით 66 000 მგზავრს უნდა ესარგებლა.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ბელგიის პროფკავშირების პროტესტი ეხება ბელგიის ახალი მთავრობის პოლიტიკას, კერძოდ საპენსიო რეფორმას, რომელიც ნაკლებად ხელსაყრელია დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის. დაგეგმილი საპენსიო რეფორმა აჯილდოებს პენსიაზე გასვლის შემდეგ მომუშავე პირებს, რომლებიც პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობენ და 35 წლიანი სტაჟი აქვთ, ხოლო 35 წლიანი სტაჟის გარეშე, ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლა ჯარიმით ისჯება.