"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და მისმა დელეგაციის წევრებმა აშშ-ის ვიზები მიიღეს და გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრებიან. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, რუსეთი კვირების განმავლობაში აკრიტიკებდა შეერთებულ შტატებს იმის გამო, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებს არ მისცეს ვიზები ასამბლეის 77-ე სესიაზე დასასწრებად, რომელიც დღეს ნიუ-იორკში გაიხსნება.
მანამდე, კრემლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „არღვევს თავის ვალდებულებებს“ რუსეთის დელეგაციისთვის ვიზების არ გაცემით. სერგეი ლავროვმა კი კოლეგებს მოუწოდა, არ შეეხსენებინათ შტატებისთვის ვიზების გაცემის შესახებ.