სერგეი ლავროვი - გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის და ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადებები აჩვენებს, რომ ამ ქვეყნებმა მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები ვერ ისწავლეს

სერგეი ლავროვი

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის და ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადებები აჩვენებს, რომ ამ ქვეყნებმა მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები ვერ ისწავლეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მერცის მთავრობის აშკარა რევანშიზმმა შესაძლოა, გერმანია კვლავ კატასტროფამდე მიიყვანოს.

ლავროვის მტკიცებით, რუსეთს არ აქვს უფლება, ნაციზმის რეაბილიტაციის ტენდენციებმა მის გარშემო არსებულ სახელმწიფოებში, როგორიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა ან გერმანია, თავისი გზა გაიკვლიოს.

„ახლა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გამოვიდა. მან სიამაყით განაცხადა, რომ გერმანია კიდევ ერთხელ უნდა გახდეს ევროპაში ყველაზე ძლიერი არმია. ეს „ისევ“ აჩვენებს, რომ არანაირი გაკვეთილი არ ისწავლეს. ყოველ შემთხვევაში, მერცმა და მისმა თანამოაზრეებმა. ახლა ვსაუბრობთ ფინეთზე, რომელიც ჰიტლერის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირე იყო, მონაწილეობდა ლენინგრადის ალყასა და სხვა არაადამიანურ ქმედებებში და ორგანიზებას უწევდა საკონცენტრაციო ბანაკებს. ჩვენ არ გვინდოდა ამაზე საუბარი, რადგან გვეგონა, რომ გაკვეთილი ისწავლეს. არაფერი მსგავსი. არანაირი გაკვეთილი არ უსწავლიათ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.