„ხატის წინაშე ვიფიცებ...“ - ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1747770750
„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია გირაოს გადახდას არ აპირებს - ამ წუთებში იმართება სასამართლო სხდომა, თუმცა დღეს აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე არ მსჯელობენ. გირაოს გადახდის ვადა შვიდ ივნისს იწურება, სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ შეიცვლება აღკვეთის ღონისძიებაზე პროკურატურის შუამდგომლობა.
„გირაოს გადახდა არ იქნება. თუ უნდათ დღესვე გადახედონ, თუ უნდათ 7 ივნისს, როცა მიწევს გადახდა მაშინ გადახედონ. როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით? ოდესმე ეს ხომ უნდა დამთავრდეს?! - რაც შეეხება დანარჩენებს, ვინც გადაიხადა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე აქ არ მაქვს მორალური სასამართლო, ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ციხეში ყოფნა- არ ყოფნასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღიძრა. პარტია „ახალში“ აცხადებენ, რომ პარლამენტი და შესაბამისად, კომისიაც არალეგიტიმურია, ამიტომ არ ცნობენ მასზე არ მისვლის გამო დაკისრებულ სანქციებსაც.