სენატორი ლინდსი გრემი: ირანში ცვლილებები ახლოვდება, ეს იქნება უდიდესი ცვლილება ახლო აღმოსავლეთში

სენატორი ლინდსი გრემი:

 ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იქ ცვლილებები ახლოვდება, რომელიც იქნება უდიდესი ახლო აღმოსავლეთში.

„დონალდ ტრამპი არ არის ბარაკ ობამა. ის თქვენ ზურგს გიმაგრებთ. მივმართავ აიათოლებს: „უნდა გესმოდეთ, რომ, თუ გააგრძელებთ საკუთარი მოსახლეობის დახოცვას, რომელიც უკეთეს ცხოვრებას ითხოვს, დონალდ ტრამპი მოგკლავთ თქვენ. ცვლილებები ახლოვდება ირანში. ეს იქნება ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში უდიდესი ცვლილებები“, - თქვა გრემმა Fox News-ის ეთერში.

მან აგრეთვე ირანის ხალხს მიმართა და თქვა, რომ აშშ მათ გვერდით დგას. „ირანის ხალხს მინდა ვუთხრა: „ჩვენ ამაღამ თქვენს გვერდით ვართ. ჩვენ მხარს გიჭერთ აიათოლას ნაცისტური რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებაში, რომელიც გკლავთ და მსოფლიოს ატერორებს. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის. მხარს გიჭერთ“, - დასძინა სენატორმა.