რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩო ორი დრონით დაიბომბა. ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თავდასხმა ირანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე შეტევის ფარგლებში მოხდა. Reuters-ი მკითხველს შეახსენებს, რომ ირანი სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებს უტევს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განლაგებული.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დილით ადრე აშშ-ის საელჩოში აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა, თუმცა მისი ჩაქრობა მალევე მოხერხდა.
შავი კვამლი ჩანდა ერ-რიადის დიპლომატიურ კვარტალშიც, სადაც უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიებია განლაგებული. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.