ჩერნობილის ნაკრძალიდან იშვიათი სახეობის კვიცის ფოტო გავრცელდა
1749281580
საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განუცხადეს, რომ ირანზე დარტყმის წინააღმდეგნი არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, სამი ქვეყნის ლიდერებმა ასევე უთხრეს ტრამპს, რომ მან უნდა გააგრძელოს მუშაობა ირანთან ბირთვული შეთანხმების მისაღწევად.
გავრცელებული ცნობით, კატარის ემირმა, თამიმ ალ ტანიმ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედმა და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა შეხვედრებზე განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, მათი ქვეყნები ირანის სამიზნე გახდებიან.
პარალელურად, ამერიკული მედიის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ ისრაელმა შესაძლოა, ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები გაფრთხილების გარეშე განახორციელოს.