„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
ინდოეთის სასამართლოებში სერიოზული განხილვის საგანი გახდა სამედიცინო დანიშნულებების გაურკვეველი ხელნაწერი ტექსტები. ამის შესახებ იტყობინება BBC News.
პენჯაბისა და ჰარიანას შტატების უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ექიმების მკაფიო და გასაგები ხელწერა პაციენტების უსაფრთხოების გარანტიაა, რადგან გაურკვეველი კალიგრაფიით შესრულებულმა რეცეპტებმა შესაძლოა ტრაგიკული შედეგები გამოიწვიოს. მოსამართლეს ერთ-ერთ პროცესზე აბსოლუტურად გაუგებარი სამედიცინო-სასამართლო დასკვნა წარედგინეს, მან აღნიშნა, რომ ეს იყო „გამაოგნებელი ხელნაწერი“ და მოუწოდა სამედიცინო საზოგადოებას ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემას.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩაიწერა, რომ ხელისუფლებამ სამედიცინო განათლების პროგრამაში კალიგრაფიის გაკვეთილები დაამატოს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში სამედიცინო დანიშნულებები მთლიანად ციფრულ ფორმატზე გადავიდეს. მანამდე კი ყველა ექიმს დაევალება, რეცეპტები დაბეჭდონ, რათა ისინი პაციენტებისა და ფარმაცევტებისათვის გასაგები იყოს.
ინდოეთის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა, დოქტორმა დაადასტურა, რომ პრობლემა მართლაც არსებობს და მისი თქმით, ეს დაკავშირებულია სახელმწიფო საავადმყოფოებში ექიმების გადატვირთულ გრაფიკთან. „ექიმს, რომელიც დღეში შვიდ პაციენტს იღებს, ეს შეუძლია, მაგრამ თუ დღეში სამოცდაათს იღებ, ამას ვერ მოახერხებ“, — განმარტა მან.
ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ საქმე ესთეტიკას კი არა, სიცოცხლის უსაფრთხოებას ეხება: არასწორად წაკითხულმა რეცეპტმა შეიძლება სიცოცხლე შეიწიროს. აშშ-ის მედიცინის ინსტიტუტის მონაცემებით, უკვე 1999 წელს სამედიცინო შეცდომების — მათ შორის გაუგებარი ხელწერის გამო წელიწადში დაახლოებით 44 ათასი ადამიანი იღუპებოდა. ინდოეთშიც ცნობილია შემთხვევები, როდესაც ექიმის დანიშნულების არასწორად გაგებამ ადამიანები ფატალურ შედეგამდე მიიყვანა. ფარმაცევტი ჩილუკური პარამატამა, რომელიც წლებია ამ პრობლემაზე მუშაობს, აცხადებს, რომ გაურკვეველი რეცეპტები დღემდე აღწევს აფთიაქებში და ჟურნალისტებს რამდენიმე ისეთი „ჩანაწერიც“ წარუდგინა, რომლებსაც ვერც გამოცდილ სპეციალისტები იგებენ.